გიორგი მარგველაშვილი - ბრიუსელში მივიღეთ ფაქტობრივი სამოქმედო გეგმა, როგორ ვიმოძრაოთ მომავლისკენ
გიორგი მარგველაშვილი - ბრიუსელში მივიღეთ ფაქტობრივი სამოქმედო გეგმა, როგორ ვიმოძრაოთ მომავლისკენ

იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ჩვენ ვიმყოფებით მიღებული დოკუმენტებისა და იმ მიღწევების ფონზე, რომელიც საქართველოს ახლა აქვს, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ ტრამპის განცხადება, – ამ ის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცედ მიღებული და ეს გადაწყვეტილება მტკიცედ არის მიღებული რუსეთის აგრესიის აღიარების დოკუმენტის პარალელურად. სად არის საქართველო, რა გამოწვევებია საქართველოს წინაშე, ეს ორივე კითხვის ნიშანი ერთ დოკუმენტშია თავმოყრილი. დოკუმენტებში ნათლად არის ნათქვამი, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და ასეთ საქართველოს, რომელსაც აქვს ეს გამოწვევა, ჩვენ ვუდასტურებთ, რომ იქნება ნატო-ს წევრი“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის დღევანდელი შეფასება არის ფაქტობრივი რეალობა და ამ ფაქტობრივი რეალობის აღიარებით იმის დადასტურება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

„ჩვენ ვიცით, რომ არ არის კონსენსუსი 29 წევრს შორის, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას დღეს. მოდით, შევხედოთ რეალობას – ჩვენ ბრიუსელში მივიღეთ ფაქტობრივი სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია ამ წერტილიდან როგორ ვიმოძრაოთ მომავლისკენ. ეს სამოქმედო გეგმა პრინციპულ თემებს ეხება. რუსეთი აღიარებულია აგრესორად, მისი ქმედებები მიუღებელია იმ დონეზე, რა დონეზეც საქართველოს არ ჰქონია დიალოგი ნატო-სთან. ნატო-ს ყველა ქვეყნის ლიდერი ხელს აწერს იმას, რომ რუსეთი აგრესორია, საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და ამ პერიოდში, წევრობამდე ნატო-ს თითოეული ქვეყანა იღებს პასუხიმგებლობას, რომ გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მათი აქტიური ყოფნით საქართველოში. ეს პოზიციები ძალიან კონკრეტულად დაფიქსირდა“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.