გიორგი მარგველაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

18:26, 28.02.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმარში.

მსგავსი