გიორგი მარგველაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში ჩვენთან ერთად იბრძოდა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკს შეხვედრაზე გაუზიარა ქართველი ხალხის მწუხარება და ტკივილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკს სამართლიანობის მიღწევაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე გაგიზიარეთ ქართველი ხალხის მწუხარება და ტკივილი, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც სხვათა შორის, გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში ჩვენთან ერთად იბრძოდა. ის იდგა ჩვენთან ერთად კაცობრიობისთვის უფრო მეტი სტაბილურობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. ის ტყვედ ჩავარდა, ისევე როგორც სხვა ადამიანები ვარდებიან ხოლმე ტყვედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოკლეს. მე მოვედი აქ, რომ ეს მწუხარება მეგობრებს გაგიზიაროთ. მადლობა გითხრათ, რომ გვეხმარებით და მხარს გვიჭერთ სიმართლის მიღწევაში, რაღაც მხრივ ოჯახის ნუგეშშიც, რომელმაც ეს ადამიანი დაკარგა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.