გიორგი მარგველაშვილი - არ ვიქნები გულწრფელი, ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ვის დამისახელებთ „ქართული ოცნების“ გუნდში კვირიკაშვილზე უკეთესს - მე ვერ დაგისახელებთ
გიორგი მარგველაშვილი - არ ვიქნები გულწრფელი, ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ვის დამისახელებთ „ქართული ოცნების“ გუნდში კვირიკაშვილზე უკეთესს - მე ვერ დაგისახელებთ

არ ვიქნები გულწრფელი, ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. მეტიც, როცა ამბობ, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, უნდა თქვა, ვინ უნდა იყოს გიორგი კვირიკაშვილის მაგივრად პრემიერ-მინისტრი, ვის დამისახელებთ „ქართული ოცნების“ გუნდში კვირიკაშვილზე უკეთესს – მე ვერ დაგისახელებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს, მე არ მაქვს. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პროცესის ადეკვატურობაზე, რადგან პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ხალხს. არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ „ფეისბუქფეიკით“ პოლიტიკურ პროცესს განაპირობებენ. არ უნდა ამოეფაროს არც ერთი პოლიტიკოსი პროპაგანდის რაღაც შიდაპოლიტიკურ მანქანას, დამღუპველია ეს – ეს მინდა გაიგონ, რადგან როცა ვუყურებ პროცესის დინამიკას, რომ არიან კმაყოფილი, ვიღაცამ ვიღაცაზე პოლიტიკური კომპრომატი ამოაგდო და გონიათ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესს გააჩერებს, რამდენად გამოუცდელები არიან, რომ ასე არც საკუთარ თავს და არც საკუთარ ხალხს არ უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.