გიორგი მარგველაშვილი - არ შემიძლია, არ ვაღიარო სააკაშვილის ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი სიმამაცე
გიორგი მარგველაშვილი - არ შემიძლია, არ ვაღიარო სააკაშვილის ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი სიმამაცე

არ შემიძლია, არ ვაღიარო მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი სიმამაცე, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ვინმე თუ უპირისპირდებოდა სააკაშვილის პოლიტიკას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთი მე ვარ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვაღიარო მისი ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი პიროვნული თვისება, სიმამაცე ამ ნაბიჯის გადადგმისას. არ შემიძლია, არ ვიყო შეშფოთებული იმაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და შიმშილობს.

ვარ საქართველოს მოქალაქე და ვიცი, რომ ეს არის ჩემი ქვეყნისთვის რთული მოვლენა. თუ ვინმეს ეიოლება, ესე იგი, არ ესმის, არ უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, როდესაც ცხვირში ძვალი გვაქვს გაყრილი და ნახევრად ტიტვლები დავრბივართ, რომ შევჭამოთ ჩვენი ტომის ბელადი ადრე თუ გვიან. ამ მდგომარეობიდან, ცეცხლის გარშემო მორბენალი ადამიანებიდან ისტორიულად უფრო მაღალ საფეხურზე თუ არ გვინდა გადავინაცვლოთ, მაშინ დიდი სიხარულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სააკაშვილი დაპატიმრებულია. მაგრამ კიდევ ერთხელ, მოგვწონს თუ არა სააკაშვილი, ის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.