გიორგი მარგველაშვილი -  იმედი მაქვს, პარლამენტთან თანამშრომლობა ​ორიეტნირებული​​ იქნება უკეთეს პოლიტიკურ რეალობაზე
გიორგი მარგველაშვილი -  იმედი მაქვს, პარლამენტთან თანამშრომლობა ​ორიეტნირებული​​ იქნება უკეთეს პოლიტიკურ რეალობაზე

ანა ნაცვლიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს როგორც იურისტს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო მდივნად წარადგინა.

პრეზიდენტმა ახალ საპარლამენტო მდივანს წარმატებები უსურვა.

“ანა ნაცვლიშვილს ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა მაინცდამაინც არ სჭირდება, რადგან ქართული საზოგადოება კარგად იცნობს მის მოღვაწეობას, როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე სწორედ მისი ხედვიდან, მისი ერთგულებიდან პრინციპების მიმართ, აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ის დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ორიეტნირებული​​ იქნება უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შექმნაზე. ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას. მადლობა იმისთვის, რომ დათანხმდა ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.