გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სტუდენტობას – სიახლეებით აღსავსე და დაუვიწყარი პერიოდის დაწყებას თქვენს ცხოვრებაში.

თქვენი წინსვლა, განათლებაში და პიროვნულ განვითარებაში მიღწეული წარმატებები ქვეყნის წინსვლისა და შენების გარანტია.

არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ არჩეულ გზას, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და მიაღწიეთ დასახულ მიზანს!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, სახელმწიფო დაფინანსება კი 10 614-მა მოიპოვა.