გიორგი მარგებაძე გელა მთივლიშვილის ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს

09:42, 10.05.2026

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს.

„დასრულდა ეთერი; გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩედაგასწარი.

ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“ – წერს მარგებაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა და თავდასხმის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

მსგავსი