გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ლივერპულში“, რომელიც „მონაკოს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
გიორგი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ანგარიში 2:1 იყო „ლივერპულის“ სასარგებლოდ. მაგრამ „მონაკომ“ 56-ე წუთზე მიკა ბირითის დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე პარის ბრუნერის გოლით გამარჯვება მოიპოვა.
„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 16 აგვისტოს „კომოსთან“ გამართავს, 23 აგვისტოს კი პრემიერლიგის სეზონს „ნიუკასლთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.