გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო ოფიციალური თამაში ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ლივერპულში“, რომელიც ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მამარდაშვილს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში, რომელიც მასპინძლებმა ალექსანდერ ისაკის გოლით 1:0 მოიგეს.
ქართველმა მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში ბურთის შეტანისას დამაჯერებლად ვერ ითამაშა, მაგრამ ამით მეტოქემ ვერ ისარგებლა. 76-ე წუთზე მის წინ სამი შემტევი დარჩა და შეა ჩარლზმა წონასწორობა აღადგინა.
86-ე წუთზე უგო ეკიტიკემ „საუთჰემპტონს“ მეორე გოლიც გაუტანა. მან მაისურის გახდისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. თუმცა „ლივერპულმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და ლიგის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.