გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ფულემი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ფულემი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მერსესაიდელებმა „ენფილდზე“ „ფულემს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს.

მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს: 36-ე წუთზე ანგარიში ნგუმოამ გახსნა. იგი ყველაზე ახალგაზრდაა (17 წლის), ვინც „ლივერპულის“ მაისურით „ენფილდზე“ გაიტანა. ხოლო ოთხ წუთში სხვაობა ორამდე სალაჰმა გაზარდა.

ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და ბურთი 4-ჯერ მოიგერია.

32 ტურის შემდეგ 52 ქულით „ლივერპული“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა.