გიორგი მამარდაშვილი ინგლისის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა 4:0 მოიგო.
ტურნირის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში „მანჩესტერ სიტიმ“ 39-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ერლინგ ჰალანდმა შეასრულა. 45+2-ე წუთზე კი ნორვეგიელმა ვარსკვლავმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
50-ე წუთზე უპირატესობა სემენიომ გაზარდა, ჰალანდმა (57) კი ჰეთთრიქი შეასრულა. თავის მხრივ მოჰამედ სალაჰმა (64-ე წუთზე) პენალტი კვლავ ვერ გამოიყენა და „ლივერპული“ გათამაშებას გამოეთიშა.