გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ლივერპულში“, რომელიც ბირმინგენში „ასტონ ვილასთან“ 2:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ბოლო ტურისთვის გადადო.
37-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველი მეკარე მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ოლი უოტკინსმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მორგან როჯერსის და ჯონ მაკგინის ანგარიშზეა. „ლივერპულიდან“ კი თავი დუბლით ვირჯილ ვან დაიკმა გამოიჩინა.
„ლივერპული“ 37 ტურის შემდეგ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა. მას „ასტონ ვილამ“ (62 ქულა) გადაასწრო.