გიორგი მამარდაშვილი – პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ #1TVSPORT

12:52, 03.10.2026

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთთან წაგებული (0:1) შეხვედრა შეაფასა და პრობლემებზე ისაუბრა.

„გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც გვინდოდა. მოწინააღმდეგეც კარგად გამოიყურებოდა. იცოდნენ, რას აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში მომენტების შექმნა გაგვიჭირდა.

მაქსიმუმს გავაკეთებთ და შემდეგი თამაშისთვის კარგად მოვემზადებით. საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ უპირველესად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში და დავიბრუნოთ ის შემართება და ენერგია, რაც აქამდე გვქონდა“.

მსგავსი