გიორგი მამარდაშვილი - მნიშვნელოვანი თვე მქონდა, თუმცა კიდევ უფრო რთული მატჩები მელის #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - მნიშვნელოვანი თვე მქონდა, თუმცა კიდევ უფრო რთული მატჩები მელის #1TVSPORT

ესპანეთში მიმდინარე შეკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთის მზადებაზე „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა. განაცხადა, რომ იოლ თამაშებს არ ელის.

„ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რთულ მატჩს ველოდებით. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის ესპანეთში სრული შემადგენლობით ემზადება. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას სტუმრად გამართავენ – 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდებიან, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრებიან.