გიორგი მამარდაშვილი ისევ გამორჩეული იყო - „ვალენსიამ“ „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ისევ გამორჩეული იყო - „ვალენსიამ“ „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალის“ დამარცხების შემდეგ ლა ლიგაში „სევილიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ქართველის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიპოვა – 1:0.

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა. 45+4-ე წუთზე კი ხავი გეურას დარტყმით მასპინძლები წინ გავიდნენ.

გიორგი მამარდაშვილს საქმე არ აკლდა და თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. პირველ ტაიმში ალბერტ სამბი ლოკონგას და ისააკ რომეროს დარტყმებს გადაეღობა, განსაკუთრებით სახიფათო კი დოდი ლუკებაკიოს შეტევა იყო, რომლის დარტყმულიც ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

„ვალენსიამ“ უპირატესობა შეინარჩუნა, 1:0 მოიგო და იანვარში უიმედო აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი ლა ლიგა 2-ში გამართული 35 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-12 ადგილზე გადავიდა.