გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

23:15, 08.10.2026

გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, sofascore-მა დაასახელა.

ინტერნეტპორტალმა 9,2 ქულით შეაფასა საქართველოს ნაკრების პირველი ნომრის თამაში, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის მიწურულს პენალტი მოიგერია და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი მამარდაშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების შემტევს, მაიკლ ოლისეს და ალბანელ კრისტიან ასლანს აქვთ – პირველმა ბელგიასთან დუბლით და საგოლე გადაცემით თამაში შემოატრიალა, ასლანმა კი სან-მარინოსთან დუბლი ჩაიწერა.

მსგავსი