გიორგი მაკარიძის აღიარება - ქართველი დეკემბრის სიმბოლურ ნაკრებშია
გიორგი მაკარიძის აღიარება - ქართველი დეკემბრის სიმბოლურ ნაკრებშია
პორტუგალიურმა გამოცემა „გოლპოინტმა“ გიორგი მაკარიძე დეკემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
 
საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარის თვის რჩეულებში მოხვედრას გამოცემა ასე ასაბუთებს:
„გუნდში მისვლისთანავე მთავარი მწვრთნელი ხულიო ველასკესი ქართველს ენდობა. მართალია, მას ცოტა არ გაუშვია, მაგრამ ამავე დროს ბევრჯერ გაიბრწყინა. დეკემბერში ის მესამე იყო იმ მეკარეთა შორის, რომლებმაც გუნდი ყველაზე მეტჯერ გადაარჩინეს – ეს მაკარიძემ 11-ჯერ შეძლო. ერთ-ერთი დარტყმული კი პენალტი იყო. და ასევე მესამეა ყველაზე პროდუქტიულ მეკარეებში, რადგან დარტყმების 79% მოიგერია” – წერს „გოლპოინტი”.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.