გიორგი ლორიამ „დინამოში“ მე-300 მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი ლორიამ „დინამოში“ მე-300 მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი ლორიამ თბილისის „დინამოში“ საიუბილეო, მე-300 შეხვედრა ჩაატარა. მას ქუთაისის „ტორპედოსთან“ ეროვნული ლიგის მატჩამდე თბილისური გუნდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ სიმბოლური 300-ნომრიანი მაისური გადასცა.

„დინამოს“ 40 წლის მეკარემ საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა. 17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, მთავარ გუნდში კი პირველად 2005 წელს ითამაშა,„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ კი კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაში ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.

შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა. უთამაშია რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“, კვიპროსის „ანორთოსისში“.

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი „დინამოს“ დაუბრუნდა და სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა არადიპუსომონიაში“ განაგრძო. 2025 წლის ივნისში სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, სადაც 2008-2025 წლებში თამაშობდა და „დინამოში“ დაბრუნდა.