გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა #1TVSPORT
გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, გამოცდილ მეკარესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდა.

დედაქალაქურ კლუბში ჩატარებული მატჩების რეკორდის თანამფლობელმა ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა – გიორგიმ „ჯვაროსნებში“ 79 მატჩი ჩაატარა. მისი ბოლო გუნდი კვიპროსული არადიპუს „ომონია“ გახლდათ, სადაც კაპიტანი იყო.

გიორგი უკვე შეურთდა თბილისურ გუნდს, სეზონის განახლებისთვის ემზადება და სომხურ „ურარტუსთან“ სპარინგმატჩში „დინამოს“ შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა.