გიორგი ლომია - საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთთან მდგომარეობა ძალიან დაძაბულია
გიორგი ლომია - საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთთან მდგომარეობა ძალიან დაძაბულია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთთან მდგომარეობა ძალიან დაძაბულია.

როგორც გიორგი ლომიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკოსებს წინასწარ უნდა ეფიქრათ, როდესაც დელეგაცია ჩამოჰყავდათ საქართველოში.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია და გეუბნებით, რომ მართლა ძალიან დაძაბულია მდგომარეობა ჩვენსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ბოდიშს, ამ ხალხს პირველ რიგში საქართველოს წინაშე აქვს ბოდიში მოსახდელი. რუსეთი კი ითხოვს, ამათ მოიხადონ ბოდიში, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე აქვთ მოსახდელი ბოდიში, რადგან 2 მილიონი ტურისტი შემოდიოდა და ძალიან დაზარალდა ეს სექტორი. ასევე, გვესმის მუქარის განცხადებები რუსეთის მხრიდან და ეს არ არის უბრალო სიტყვები, აუცილებლად რეაგირება მოჰყვება. პოლიტიკოსებს უნდა ეფიქრათ წინასწარ, როდესაც აქ დელეგაციით ჩამოდის რომელიმე ქვეყნის დეპუტატი, მას იმუნიტეტი ჩვენს ქვეყანაშიც იცავს. ჯერ ვეხვეწეთ გავრილოვის ჩამოსვლა, ჩამოდის გავრილოვი, სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს მხარე და ანიჭებს მას იმუნიტეტს, რომელიც აქვს მინიჭებული ნებისმიერ პარლამენტარს. ჩამოიყვანეს, დაჯდა სავარძელში, გავაძევეთ, როგორც ვიცი, ხელითაც შეეხნენ, მუქარა მიდიოდა, ყველა უნდა დაგხოცოთ, ბობოხიძე რომ ყვიროდა. ეს არის გავრილოვის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება, ეს არის ხელის გარტყმა რუსეთზე. პარლამენტში შეიყვანეს და ტოპკა აუწიეს „ნაცებს“ და „ევრონაცებს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.