გიორგი ლომია - სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, უნდა ავიცილოთ სისხლისღვრა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს
გიორგი ლომია - სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, უნდა ავიცილოთ სისხლისღვრა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს

სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ქვეყანა სისხლისღვრის პირას არ უნდა დადგეს და გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.

„ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თავისი ხელით იმ ადამიანს დახვრეტდა, რომელმაც სააკაშვილი იმ დანაშაულში ამხილა, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა. ციხის კადრებს ვგულისხმობ. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ამ ადამიანს მისი ხელით დახვრეტდა. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობთ. ისეთი ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ აგინებდა და მოსახლეობას ხელკეტებით დასდევდა“, – განაცხადა ლომიამ.

დატოვე კომენტარი