გიორგი ლომია ხელისუფლებას სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკრეტული ბაღი დაუთმოს, სადაც ისინი შეკრებას შეძლებენ
გიორგი ლომია ხელისუფლებას სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკრეტული ბაღი დაუთმოს, სადაც ისინი შეკრებას შეძლებენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია ხელისუფლებას სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკრეტული ბაღი დაუთმოს. როგორც გიორგი ლომიამ განმარტა, ამგვარად ლგბტ თემის წარმომადგენლებს შეეძლებათ შეკრება. ამასთან ლომიას თქმით, მთავარია, რომ ეს ბაღი არ იყოს დაკავშირებული სიწმინდეებთან.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ღირსების მარშზე, მაშინ კითხვას ვსვამ, თუ რას ნიშნავს ღირსების მარში?მე არ მესმის სიტყვის მნიშვნელობა, ანუ ღირსეული ადამიანები არიან? მაშინ გამოდის, რომ მეორე ნაწილი უღირსები არიან. ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, ესაა ჩემი თხოვნა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ლგბტ ხალხი არსებობდა ყოველთვის და ყოველთვის იარსებებს. ხელისუფლებას შეუძლია გამოუყოს მაგალითად რომელიმე ადგილი, რომელიც არანაირ სიწმინდეებთან, ქართულ ისტორიასთან დაკავშირებული არ არის. უამრავი ბაღია თბილისში. დაარქვან რა სახელიც უნდა იმ ბაღს, შეგროვდნენ როდესაც უნდათ, ჩაატარონ აღლუმი, შეხვდნენ, იურთიერთობონ იმ ბაღში და ეს მაგათი ბაღი იყოს. ვისაც არ სურთ მათთან ურთიერთობა იმ ბაღში არავინ მივა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.