გიორგი ლომია - გარკვეული რისკი არსებობს, თუმცა პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით არჩევნები აუცილებელია, რათა პარლამენტში პლურალიზმი შემოვიტანოთ
გიორგი ლომია - გარკვეული რისკი არსებობს, თუმცა პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით არჩევნები აუცილებელია, რათა პარლამენტში პლურალიზმი შემოვიტანოთ

გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება ამ ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აუცილებელი პირობაა, რათა პარლამენტში პლურალიზმი შემოვიტანოთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

ლომია ინიციატივით გამოდის, ადმინისტრაციული რესურსის გამოიყენება დასჯადი იყოს.

„გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება ამ ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აუცილებელი პირობაა, რათა პარლამენტში პლურალიზმი შემოვიტანოთ. მუდმივად ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა ჩაიგდებს სადავეებს და მუდმივად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურს. ამიტომ, ამ ინიციატივას ჩვენ ვეთანხმებით, რადგან ეს ჩვენი ინიციატივაც იყო, მაგრამ მხოლოდ ეს ეს არ კმარა. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, რომ დასჯადი იყოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მინიმუმ ხუთიდან რვა წლამდე სასჯელი უნდა ემუქრებოდეს იმ ადამიანს, რომლიც ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებს“,- განაცხადა ლომიამ.