გიორგი ლომია ემზარ კვიციანზე - როდესაც დეპუტატს მისდევენ და ყურში უსტვენენ, შეიძლება, მას ყური დაუზიანდეს
გიორგი ლომია ემზარ კვიციანზე - როდესაც დეპუტატს მისდევენ და ყურში უსტვენენ, შეიძლება, მას ყური დაუზიანდეს

სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლიმიამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ლომიამ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც დეპუტატ ემზარ კვიციანისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირება მოხდა.

„გინება არის შეურაცხყოფა; სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა, მაგრამ არა როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ. ჯერ ერთი, ეს არის ფიზიკური დაზიანება. შეიძლება, მას დაუზიანდეს ფიზიკურად ყური. არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორე, როდესაც გოგო აგინებს, „ვაჟკაცი ბიჭები“ აგინებენ და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიყავს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა პოლიციის მხრიდან“,- აღნიშნა ლომიამ.