გიორგი ლომია - დაგეგმილი მქონდა შეხვედრები, მაგრამ მოსკოვში ჩასვლას აღარ ვაპირებთ 
გიორგი ლომია - დაგეგმილი მქონდა შეხვედრები, მაგრამ მოსკოვში ჩასვლას აღარ ვაპირებთ 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში აღარ მიდიან.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ განაცხადა, პარტიამ მიიღო მიწვევა, იგეგმებოდა შეხვედრები, თუმცა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, პარტიის წევრები წასვლას აღარ აპირებენ.

„ჩვენ მოსკოვში ჩასვლას არ ვგეგმავთ. ჩასვლა იგეგმებოდა. ჩვენ მივიღეთ მოწვევა. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში იგეგმებოდა შეხვედრები, როგორც აფხაზურ მხარესთან, ასევე ოსურ მხარესთანაც. მე ვაპირებდი ამ ხალხთან შეხვედრას. სოხუმთან და ცხინვალთან რომ დიალოგი აუცილებელია, ამაზე ვთანხმდებით. ამიტომ იმ ხალხთან პირადად მე დაგეგმილი მქონდა შეხვედრა, მაგრამ საქართველოში მომხდარის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩაიშალა და აღარ ვაპირებთ ჩასვლას. ის, რაც აქ მოხდა, რუსულ კვალს ნაკლებად ვხედავთ, ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდა როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, – განაცხადა ლომიამ.