გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 122 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული „გოგლაობა“ გაიმართა
გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 122 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული „გოგლაობა“ გაიმართა

პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,,გოგლაობა” იზეიმეს.

გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 122 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმში მწერალთა კავშირის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მონაწილეობდნენ.

,,გოგლაობაზე” მწერალთა კავშირის მიერ დაწესებული გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია მხატვარ შალვა მატუაშვილს გადაეცა.

მერიის კულტურის სამსახურის მიერ დაწესებული ლიტერტურული კონკურსის „ნატვრის ხის“ გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

„გოგლაობაზე“ ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.