გიორგი კვირიკაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ტელეფონით ესაუბრა
გიორგი კვირიკაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ტელეფონით ესაუბრა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საუბარი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს და სომხეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერს სომხური მედიაც. არმენ სარგსიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთში არსებული ვითარება განიხილეს. გავრცელებული ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა და არმენ სარგსიანმა ქართულ-სომხური თანამშრომლობის დღის წესრიგზეც გაამახვილეს ყურადღება.