გიორგი კვირიკაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
გიორგი კვირიკაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კვირიკაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში, გენერლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა, რისი ამსახველი ფოტოებიც პრემიერის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის, საქართველოს გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. 97 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან…”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე.