გიორგი კვირიკაშვილი - ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ვიცხოვროთ მშვიდობაში 
გიორგი კვირიკაშვილი - ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ვიცხოვროთ მშვიდობაში 

დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გორში დევნილებს, რომლებსაც დღეს ბინები გადაეცათ.

“გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით. ღმერთის შეწევნით, ჩვენი დიდი მეცადინეობით, ყველასი ერთად, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები. გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობა-ახალ წელს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გორში, ახალაშენებულ 8 კორპუსში, დღეს, 445 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.