გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განიხილონ ახალი პერსპექტივები და განავითარონ შემდგომი წარმატებული თანამშრომლობა.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება.