გიორგი კვირიკაშვილი – წელს გვაქვს საინტერესო გეგმები და მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს

10:29, 11.01.2018

წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები და მნიშვნელოვანია, რომ ამ გეგმების აღსრულება მოხდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს წარმატებები უსურვა.

„2018 წლის პირველი მთავრობის სხდომაა და მინდა წარმატებები გისურვოთ. ჩვენ განვაცხადეთ დროში გაწერილი გეგმა 2018 წლის გეგმების და ძალიან საინტერესოა ეს გეგმები და ვფიქრობ, რომ შედეგებიც მნიშვნელოვანი იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე რომ მინდა წარმატება გისურვოთ ყველას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი