გიორგი კვირიკაშვილი - ვულოცავ ყველა თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
გიორგი კვირიკაშვილი - ვულოცავ ყველა თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.  მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.

ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.

ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.

კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.

დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულისა და სიკეთის გარშემო აერთიანებს.