გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერში“ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

13:38, 07.02.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს ავრცელებს.

„აღმოაჩინე საქართველო: კავკასიის გასაღები, კულტურების გზაჯვარედინი, ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლური კარიბჭე, უძველესი საიდუმლოების ქვეყანა, პირველი ადამიანისა და ღვინის სამშობლო, ნათელი ფერებისა და სურნელების ქვეყანა“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ვიდეორგოლი სახელწოდებით Discover Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.

https://twitter.com/KvirikashviliGi/status/959388447466278912

 

მსგავსი