გიორგი კვირიკაშვილი ტერეზა მეის ხვდება
გიორგი კვირიკაშვილი ტერეზა მეის ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში, ამ წუთებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხვდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი დღეს ბრიუსელში გაიხსნა. ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა.

22-გვერდიანი დოკუმენტი 21 პუნქტისგან შედგება. ამას გარდა, დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის 20 ამოცანა, რომლის შესრულებაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს.

დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.