გიორგი კვირიკაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის დედაქალაქის ცენტრიდან გადატანაზე კრიტიკა გაუგებარია 
გიორგი კვირიკაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის დედაქალაქის ცენტრიდან გადატანაზე კრიტიკა გაუგებარია 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის დედაქალაქის ცენტრიდან გადატანასთან დაკავშირებული კრიტიკა მისთვის გაუგებარია. პრემიერმა ამის შესახებ პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიცია მაუწყებლის შენობის ქალაქის ცენტრში აშენებასაც გააკრიტიკებდა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც შეეხება, რომ აგვეშენებინა ქალაქის ცენტრში, ალბათ, მაგაზე გაგვაკრიტიკებდით. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ გაიყიდოს არსებული და გადავიდეს, ახლა იმაზე გვაკრიტიკებთ. მართალი გითხრათ, ცოტა გაუგებარია“, – განუცხადა პრემიერმა ოპოზიციას.

პარლამენტში შეხვედრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აპირებს, ახალი შენობა ააშენოს, დაახლოებით 2 მლნ ლარს ხარჯავს კოსტავას ქუჩაზე ახალი შენობის მშენებლობაში.  „გაუგებარია, რა შენდება, როდის გაიყიდება და როდის დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.