გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პერსპექტივა Fitch-ის მიხედვით სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პერსპექტივა Fitch-ის მიხედვით სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის

საქართველოს პერსპექტივა Fitch-ის მიხედვით იყო სტაბილური და სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გაუმჯობესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, რომელიც არის ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანია სამ მსხვილ მსოფლიო სარეიტინგო კომპანიას შორის, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გააუმჯობესა

მოგეხსენებათ, რომ რეიტინგი ორ მაჩვენებელში აისახება, სადაც ერთი არის ჩვეულებრივი სტატიკური მაჩვენებელი, ხოლო მეორე მიუთითებს პერსპექტივას. საქართველოს პერსპექტივა „Fitch”-ის მიხედვით იყო სტაბილური და სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით  გაუმჯობესდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების შემოსვლის კუთხით.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ასეთი სტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება, განუხრელად მიგვიყვანს სიღარიბის თანდათანობით შემცირებისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს დინამიკა საკუთარ თავზე და საკუთარ შემოსავლებზე“, – განაცხადა პრემიერმა.