გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მიუნხენში ყველა შეხვედრაზე ვისაუბრეთ
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მიუნხენში ყველა შეხვედრაზე ვისაუბრეთ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგიონში არსებული ვითარება, – ეს ის თემებია, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილავენ.

54-ე კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრა.

„აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ.

ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიუნხენის კონფერენცია გვაქვს წელს და, დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციას ექნება ძალიან კონკრეტული პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრას და განაცხადა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია.