გიორგი კვირიკაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით
გიორგი კვირიკაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით

საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით,  -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებია.

მისივე თქმით, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.

„ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით და აქაც, ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი პარტიის სახელით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.