გიორგი კვირიკაშვილი - საჯარო აქტივობები უკვე დავასრულე 
გიორგი კვირიკაშვილი - საჯარო აქტივობები უკვე დავასრულე 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საჯარო აქტივობები  დაასრულა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე, მე აქ დღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო.