გიორგი კვირიკაშვილი - როგორც ყოფილი პრემიერი და რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - როგორც ყოფილი პრემიერი და რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა უხდის.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.

„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი და მარგველაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.