გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში – „თუმო“.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო.

 

დატოვე კომენტარი