გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგა ნოვრუზ მამედოვს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ნოვრუზ მამედოვს – აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. ველი მასთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ერებს შორის“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა. მამედოვი დღემდე საგარეო საკითხებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწე იყო.