გიორგი კვირიკაშვილი მიუნსტერში თავდასხმისას დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

22:55, 07.04.2018

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

“ღრმად ვარ დამწუხრებული მიუნსტერის თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით მსხვერპლთა ოჯახებთან, გერმანელ ხალხთან და გერმანიის მთავრობის გვერდით ვართ“, – წერს საქართველოს პრემიერ- მინისტრი Twitter-ის გვერდზე.

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში დღეს ავტომობილი გამვლელებს შეეჯახა. დაიღუპა 3 და დაშავდა 20 მოქალაქე.

https://twitter.com/KvirikashviliGi/status/982685901510848513

მსგავსი