გიორგი კვირიკაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„21 მარტს მესაზღვრის პროფესიული დღე აღინიშნება.

ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს!

საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ურთულესი და ძალიან საპატიოა მისიაა, რასაც ჩვენი ქვეყნის გუშაგები თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან.

მადლობას ვუხდი ყველას გაწეული სამსახურისთვის. მშვიდობასა და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მესაზღვრეებს“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც ტექსტში.