გიორგი კვირიკაშვილი მეცნიერ თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი კვირიკაშვილი მეცნიერ თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცნობილი მეცნიერის, მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის, მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.
უაღრესად მნიშვნელოვანია ქალბატონი თამილას როლი ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. თანაგრძნობას ვუცხადებ ქალბატონი თამილას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

თამილა მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნიერო ცენტრს, რომელიც 1997 წელს დაარსა. ამ ცენტრში გაერთიანდნენ ფილოლოგები, ისტორიკოსები ეპიგრაფისტები, ხელოვნებათმცოდნეები, აღმოსავლეთმცოდნეები.

თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით ცენტრის მიერ განხორციელდა მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია ისრაელში, იორდანიასა თუ თურქეთში, რომლის დროსაც გამოვლინდა და აღინუსხა ქართული მონასტერები, ხელნაწერი, თუ ეპიგრაფიკის ნიმუშები.

 

დატოვე კომენტარი