გიორგი კვირიკაშვილი - ხელი არავინ დაადოს მელიას, იგივეს აკეთებს 

ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, გაანებეთ თავი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან ჩამოვიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერი იჯდა.

ნიკა მელიას დარბაზში ჩასვლას ხმაური მოჰყვა. მის დამშვიდებას საპარლამენტო უმცირესობისა და მანდატურის წარმომადგენლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომრემ მას დარბაზის დატოვებისკენაც მოუწოდა, თუმცა მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ დატოვა.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრები შეძახილებით შეხვდნენ.

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომ მშვიდ ვითარებაში გრძელდება.