გიორგი კვირიკაშვილი - იერუსალიმის თემაზე საქართველო პოზიციას ქვეყნის ინტერესებისა და საფრთხეების გათვალისწინებით გამოხატავს 
გიორგი კვირიკაშვილი - იერუსალიმის თემაზე საქართველო პოზიციას ქვეყნის ინტერესებისა და საფრთხეების გათვალისწინებით გამოხატავს 

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების საკითხი არის ძალიან სენსიტიური თემა და ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მიმართვა სენსიტიურ საკითხზე მიუღებელია.

“უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთ საჯარო წერილების მიწერა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო კონიუქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების, ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.