გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს 
გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილი ქართველი მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.