გიორგი კვირიკაშვილი - ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, მე არსად წასვლას არ ვაპირებ

მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ,  – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „მოქსში“ გააკეთა, სადაც ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.